„ალბათ ეს მესამე ძალა იქნება, შემდეგ გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე დაუსრულებლად. ან საიდან იგონებენ ამ სახელებს - „იმედი“, „ოცნება“, ახლა „დაიცავი საქართველო“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დავით მაღრაძის ინიციატივას, გააცოცხლოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს.
„ხალხი დაიღალა ამდენი მასხარაობით. საიდან იგონებენ ამ სახელებს - „იმედი“, „ოცნება“, ახლა „დაიცავი საქართველო“. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ტყუილად ხალხს ნუ ასულელებენ.
„ეს მესამე ძალა იქნება, არა, თურმე მოუთმენლად რომ ველოდებით... შემდეგ გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე დაუსრულებლად.
„ეს ყველაფერი მე უაზრო კომედიებად მეჩვენება, ახლა გამოჩნდნენ ძმები „გრეჩიხები“. რახან ეგენი შედიან ამ მოძრაობაში, სწორედ მაგათი იმედი მქონდა, ბესლიაც მაგათთან ყოფილა...
„მე არცერთი პარტიისა და მოძრაობის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ნებისმიერ პარტიას, რომელიც დღეს არის ან მომავალში შეიქმნება, უნდა ჰქოდეთ ის ძრავა, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. რა პესპექტივა, რის პერსპექტივა... ივანიშვილის ფულის პერსპექტივა აქვთ და ყველა იქნება ივანიშვილის პარტია.
„მაგათი ეროვნულობა როგორ დავიჯერო... ყველას კარგად ვიცნობ, ბიძინას ფულის მაძიებლები არიან და ხალხს ტყუილად აბითურებენ. საქართველოში ერთი ძალა არსებობს - ივანიშვილის „მაყუთი“.
„ამ მოძრაობის ლიდერი დავით მაღრაძე კი უჭკვიანეს კაცად მიმაჩნია და არ გამიკვირდება, ძალიან ცოტა ხანში პრეზიდენტად, პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ რომ მოგვევლინოს. მაგარი ჭკვიანი კაცია და ძალიან მაგრად აბითურებს ყველა მთავრობას. ვენაცვალე, ასე გააგრძელოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.