„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლებას,მრწამსის თავისუფლებას და დისკრიმინაციულია“, - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჟდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, სადაც ჯარისაგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ,ამ ცვლილებით კი გაუქმდება საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ღვდელმსახურები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.
„ეს სხვა კონფესიების მიმდევრებისთვის დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ სხვა კონფესიების აღმსარებლობაზე არ გავრცელდება და გარკვეული აღმსარებლობის ნიშნით მოხდება ვიღაცეებისთვის შეღავათების დაწესება. ის ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლებას, მრწამსის თავისუფლებას და დისკრიმინაციულია“, - აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმა უნდა მოითხოვოს ამ კანონპროექტის გაუქმება და ფიქრობს , რომ პარლამენშიც მოხდება ამ თემაზე მსჯელობა და პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რითაც არავის უფლება არ შეილახება.
„ამ კანონის შემოღების შემთხვევაში, ეს არაფერ შედეგს არ გამოიღებს, ვიღაცეები ისარგებლებენ ბოროტად და ეგ იქნება“, - აცხადებს მუხაშავრია.
ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ორშაბათს, 18 მარტს წარედგინება.