შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატად „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა სანდრა რულოვსი წარადგინოს

შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატად „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა სანდრა რულოვსი წარადგინოს

2019 წლის მაისში საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში შუალედური ადგილობრივი არჩევნები ტარდება, თუცმა ამ დრომდე არცერთ პოლიტიკურ ძალას თავისი კანიდიდატები არ დაუსახელებია.  გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ სავარაუდო კანდიდატებად სახელდება ნიკა მელია, სანდრა რულოვსი და ბაჩუკი ქარდავა.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი წევრი მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შეირჩეს, რადგან სამივე მათგანს დიდი რეტინგი აქვს ამ რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არჩევნების თარიღიც არ დანიშნულა და დანიშვნიდან 60 დღე წინ არის, „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ მიდის შერჩევის პროცესი არა კანდიდატის, არამედ კანდიდატების ირგვლივ. ასევე არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები, თუცმა საბოლოო გადაწყვტილება კანდიდატებთან მიმართებაში ამ დრომდე არ არის მიღებული. 

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ასევე მოლაპარაკებებს მართავს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, რომ შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2019 წლის მაისში გაიმართება, ერთმანეთს არ დავუპირსიპირდეთ.

„რაც შეეხება ზუგდიდს, ეს მართლაც პლაცდარმია და არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ვადასტურებ, რომ სწორედ ამ სამი სავარაუდო კანდიდატიდან - სანდრა რულოვსი, ნიკა მელია ან ბაჩუკი ქარდავა - ერთ-ერთს ვიხილავთ, რადგან თითიოეულ მათგანს დიდი რეიტინგი აქვს ზუგდიდში, განსაკუთრებით რა შედეგიც დადო ბაჩუკი ქარდავამ 2018 წლის არჩევნებში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.