ესენი გარდა “ტრაკით პატრიოტობისა”, ძაან ჩლუნგებიც არიან!

ესენი გარდა “ტრაკით პატრიოტობისა”, ძაან ჩლუნგებიც არიან!

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით დავით ქაცარავას პოსტს ეხმაურება, სადაც ის ფოტოს აქვეყნებს რომელიც მისი თქმით ხურვალეთშია გადაღებული და სადაც რუსი სამხედროებია ასახული.

“ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ – ესენი გარდა “ტრაკით პატრიოტობისა”, თან ძაან ჩლუნგებიც არიან! ეს დებილი ბიჭი აქვეყნებს ახლა ამ ფოტოს და თანაც იქვე ნიშნის მოგებით  გველაპარაკება “რუსეთუმეებს”! – აგეო! თუ არ იყვნენ გადმოსული რუსებიო! ახლა რაღას იტყვითო? –  ბიჯოოოო!

ჯერ ერთი – ეგ ფოტო სადაა გადაღებული, როდისაა  გადაღებული და ვინაა მანდ აღბეჭდილი კაცმა არ იცის!

მეორეც – რადგან შენი ტყუილები არ დავიჯერეთ,  ამიტომ ვართ “რუსეთუმეები”? ანუ, თუ ყველაფერს შენნაირ პროვოკატორ ნაგავს დავუჯერებთ მაშინ ვიოქნებით მხოლოდ “კარგი ბიჭები”?

მესამეც – ეგ ფოტო დაახლოებით, ასე 10 ნაბიჯიდანაა  გადაღებული და ვინ მიგიშვა მანდ? რუსებმა დაგიძახეს შენ და ლუდა სალიას – “მოდით, რებიატა”, ბარემ გადმოსულები ვართ, ერთ კაი სელფიც მოვცხოთო”?  მეოთხეც – შენ თავად განაცხადე, არ დამინახავს მე  რუსები, მხოლოდ ლუდა სალიას ნათქვამს ვენდეო!

და ჩვენ რაღას გვერჩი? აჰ! თუ ჩვენც ვალდებულნი ვართ ლუდა სალიას ნათქვამი ეგრევე დავიჯეროთ ხოლმე და საომარი მდგომარეობა გამოვაცხადოთ?”- წერს ბაკურ სვანიძე.