კულუარული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება და მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე წევრი დატოვებს. პრემიერ- მინისტრის თანამდებობა კი შეიძლება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დაიკავოს, რომლის კანდიდატურაც პრემიერის პოსტზე 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომის შემდეგაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეჩერდა.
მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს „ოცნებაში“ არ ადასტურებენ, ექსპერტთა წერებში კი არ გამორიცხავენ, რომ პარტიაში ცვლილებების შედეგ, ცვლილებები მთავრობაშიც მოხდეს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, მხოლოდ საკადრო გადაადგილებები შექმნილ კრიზისს ვერ უშველის, რადგან მართვის სტილია შესაცვლელი.
„მე ამ თემებზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ვთლი, რომ საკადრო საკითხები არ არის მთავარი პრობლემა. მე არც ბახტაძესთან და არც სხვა პიროვნებების მიმართ კვალიფიკაციის კუთხით პრეტენზიები არა მაქვს, თვითონ მართვის სისტემაა მანკიერი, რომელიც ხორცის მანქანაში ატარებს ადამიანებს.
„კვალიფიკაციის კუთხით პრეტენზიები არა მაქვს არც გიორგი ბაჩიაშივლის მიმართ, შეიძლება უკეთესიც იყოს. სხვათა შორის, მამუკა ბახატაძემ გამაცნო ბაჩიაშვილი, ისინი ერთი გუნდიდან არიან, მაგრამ თუ მართვის იგივე მანკიერი სისტემა დარჩება, კადრების გადადგილება კრიზისს ვერ უშველის.
„თუ იქნება პოლიტიკური ნება და მართვის ეს მანკიერი სისტემა შეიცვლება, მაშინ ბახტაძეც, გახარიაც და ბაჩიაშვილიც კარგად იმუშავებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.