არ არის სწორი სამარხვო ნამცხვრებისა და კატლეტების ჭამა

არ არის სწორი სამარხვო ნამცხვრებისა და კატლეტების ჭამა

"როდესაც ადამიანი მარხულობს, იგი გამოხატავს პატივისცემას. ქრისტიანისთვის მარხვა უბრალოდ საკვების მიღებაზე უარის თქმა თქმა არ უნდა იყოს. ჩვენ ვიცავთ "შობის" მარხვას, რათა პატივი ვცეთ იმას, რომ ჩვენს გამო ქრისტე განკაცდა. "აღდგომის" მარხვას, იმიტომ, რომ ქრისტე ადამიანების გამო ითმენდა იმ ტკივილსა და შეურაცხყოფას და ა.შ

მარხვა - საკვებზე უარის თქმა არ არის. მარხვის პერიოდში ადამიანმა უნდა დაითმინოს სხვა ვნებებიც.

რაც შეეხება პროდუქტებს, სამარხვო ნამცხვრებისა და კატლეტების ჭამა სწორი არ არის. ამით ვის ვატყუებთ !? - თუ ადამიანისთვის მარხვა - ხორცზე და რძის პროდუქტზეა მხოლოდ უარის თქმა მაშინ ეს მარხვა არ არის.

არც ის ითვლება მარხვად, თუ ადამიანი სამარხო პროდუქტს ზომაზე მეტს იღებს" - მამა შალვა.