12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.
რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არც ერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას..." რეჟისორი მწვავედ გააკრიტიკეს კრიტიკოსებმა და ინტერნეტმომხმარებლებმა, სპექტაკლს "სამარცხვინო", "სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენა" უწოდეს.
კრიტიკას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტით და უჩვეულო სელფით გამოეხმაურა:
"ყვარყვარეს" გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;
"კავკასიურის" გამო - მხსნიდნენ;
"რიჩარდმა" ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;
"ლურჯი ცხენები" - ამიკრძალეს;
ინტერვიუ გამოვაქვეყნე და - "თავისუფლების ბელადმა", ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;
"არაისტორიულმა ამბავმა" - ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და "თავისუფლების" ბრძანებით მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს!
ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!" - წერს სტურუა.
ხო კიდევ, გლეხი იმპერატორობს, თუმცა ის ყლე ვერც მიხვდა, თუ რა წარმოდგენა ნახა, პროსტამც უკრავდა ტაშს, ხათრის გამო.
არის აღორძინების, მართლმადიდებლობის დასამარების"გულმოდგინე" მცდელობისა!!!
დიდმა მაესტრომ ლახვარი ჩასცა მათ მრავალწლიან "ღვაწლს" ახალი ქართველის, ახალი ქართული "სახელმწიფოს" შექმნის საქმეში...
დიდი მაესტროს, რობიკო სტურუას მონუმენტი უნდა დაიდგას საქართველოში!
იგი ისეთივე დიდი ქართველი გმირი, მამულიშვილი და განმანათლებელიაა, როგორებიც იყვნენ წარსულში დიდ ქართველებად აღიარებული ეროვნული გმირები, მამულიშვილები, განმანათლებლები!!!
უღრმესი მადლობა დიდო მაესტრო, რომ ახალი სული შთაბერე ქართული ეროვნული ღირსების გაღვიძებას. ქადს ვიხდი თქვენ წინაშე ამ თავდადებისათვის...
ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების, მართლმადიდებლობის ჩარეცხვის "გულმოდგინე" მცდელობის!!!