სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს დავით ქაცარავას გარეშე შეუშვებენ

სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს დავით ქაცარავას გარეშე შეუშვებენ

სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს დავით ქაცარავას გარეშე შეუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" აქტივისტმა დავით ქაცარავამ განუცხადა. მიზეზი, თუ რის გამო, არ უშვებენ მას ხურვალეთში, მისთვის უცნობია, თუმცა, ძალოვანი უწყების მოთხოვნას დაემორჩილა.

„შეთანხმება შედგა, ძალიან მოხარული ვარ და მადლობას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყველასთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს. არავის სჭირდება სიტუაციის და დაძაბულობის ესკალაცია. ჩვენი ჯგუფი 5 კაციანი შემადგენლობით შევა და დაახლოებით, ნახევარ საათში ყველაფერი ის გვეცოდინება, რასაც მეორე დღეა ვითხოვთ", - განაცხადა ქავარავამ.

კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო მან მითითება, ხურვალეთში არ შესულიყო, განაცხადა, რომ ეს ძალოვანი უწყებების წარმომaდგენლებისგან მიიღო.

"ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე. ეს თხოვნა იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა, არ ვიცი რას უკავშირდება ეს თხოვნა", - განაცხადა ქაცარავამ.

ამ წუთებში სოფელ ხურვალეთში აქტივისტების ნაწილთან ერთად სამართალდამცავებს ჟურნალისტებიც შეჰყავთ.