"მოვიდა გაუმარჯოს, წავიდა გაუმარჯოს"

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარტიიდან ლელა კაკულიას ქალიშვილის, თამარ პატარაიას წასვლას ეხმიანება.

"პარტიის პრეზენტაციაზე ახალგაზრდულ ფრთაში დავასახელე ორი გოგონა - თამარ პატარაია და მარი საველიძე. ახლა შეიქმნა პარტია. რა ვიცი, აბა, რა გითხრათ. ხან, რა დაიწერა, ხან რა. ამ გოგოს რაღაცეებს უწერდნენ. ახლა ვიცნობთ ამ ხალხს. მთავარია, რომ გუნდი არის მყარად. რა ვიცი, აბა, ვინ შემოდის, ვინ გადის. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ეს ბუნებრივი და სწორი პროცესია. პარტია გაიფილტრება.

თამარი ნამდვილად კარგი გოგო იყო, მაგრამ პატარაა ასაკით. გამიხარდა, რომ დიდი პოლიტიკა მოინდომა. მოვიდა გაუმარჯოს, წავიდა გაუმარჯოს. ვმუშაობთ მგლებივით. ბავშვი შეიძლება დაფრთხა ამ ბრძოლაში, ამდენ დაუნდობლობაში. მე ასეთი რამეებით არ ვინტერესდები, რა ჩემი საქმეა ხალხო. მომწონს, რომ გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც 30 წელია დააპროწიალებენ ამ ქვეყანას, ეშინიათ ამ პარტიის", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას თაკო ჩარკვიანი.

სოციალისტი მგლები ხართ თუ პროსტო კოიტები?!
5 წლის უკან