მოულოდნელობა: ლელა კაკულიას ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია უკვე დატოვა

მოულოდნელობა: ლელა კაკულიას ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია უკვე დატოვა

ლელა კაკულიას ქალიშვილმა, თამარ პატარაიამ პარტია "კანონი და სამართალი" დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია "კანონი და სამართლის" რიგები.

სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.

მადლობას ვუხდი "კანონი და სამართლის" დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას. დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი, დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!" – წერს თამარ პატარაია.