უცნობი:

უცნობი: "ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ! ვერ გრძნობს, რომ აღარ არის რაც 7 წლის წინ იყო?!"

დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ, – ამის შესახებ მომღერალმა გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ გადაცემა „პირველებში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ივანიშვილმა რომ გააკეთა ის „მოქალაქე“, დარჩენილიყო იმ სტატუსში და დარჩენილიყო პირველ ოპოზიციონერად, თვითონაც გადაირჩენდა სახელს… წარმოიდგინეთ, ადამიანმა ამდენი ფული დახარჯა და დახარჯა იმაში, რომ გაიუბედურა თავისი სახელი. ამასაც ხომ მოხერხება სჭირდება? თვითონ ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის რაც 7 წლის წინ იყო?! რა თქმა უნდა, ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ გადაცემა "პირველებში".