“მშვიდობიან მოქალაქეებს რომ “ეპატიჟებით”, ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს”

“მშვიდობიან მოქალაქეებს რომ “ეპატიჟებით”, ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს”

“ჩემი პატივისცემის მიუხედავად მოწოდებები “ჩამოდით ხალხნო ხურვალეთში” არასწორია. მშვიდობიან მოქალაქეებს რომ “ეპატიჟებით” იქ, სადაც ახლა სიტუაცია დაძაბულია ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს, როცა მტერს ხელში იარაღი უჭირავს. ასეთ დროს ჯობია შეკრება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობის სახლთან, იქ, საიდანაც ინფორმაციას ვერ ვეღირსეთ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე  დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – დაწერა სალიამ.

ადგილზე მყოფმა ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ,  საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლისკენ მოუწოდა.

13 მარტს ოსურმა მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

13 მარტს ოსურმა მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში, დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად შექმნან წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებს საგუშაგოდან გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გადაადგილების უფლებას მათ ქართველი სამართალდამცველები არ აძლევდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების ადგილზე შეუშვეს.

მოგვიანებით გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებები, რომ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.