,,გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს” – გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ხურვაეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, მისი განცხადებით ის რამდენიმე წუთში იქნება ადგილზე და მედიის წარმომადგენლებს დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდის.
,,რამდენიმე წუთში ვიქნები სოფელ ხურვალეთის განაპირას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას შექმნილ მდგომარეობაზე. ამ დროისთვის ინფორმაცია თავადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მაქვს, ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ასევე ჩემი კომენტარიც ნიღბიან სამ პირთან დაკავშირებითაც არის ადგილობრივებზე დაყრდნობით გაკეთებული, ამიტომ სულ მალე ვიქნები ადგილზე და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით რეალურად არსებულ ვითარებაზე“. – განაცხადა გორის მერმა კონტანტინე თავზარაშვილმა.