ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ ხურვალეთში ბორდერიზაციის მცდელობას არ ადასტურებს.
სოფელ ხუვალეთში რუსი ოკუპანტევბის გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.
“ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ. ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში” – წერს სალია.
ადგილზე მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” ჩავიდა, მათი თქმით, ოკუპანტები სოფელში არ უშვებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.