არასდროს არც ერთი პარტიის წევრი ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე გუნდს შევუერთდე, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო.“
„2020NEWS-ის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მაღრაძის და ხაინდრავას გზები გაერთიანდეს, რეჟისორი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მაღრაძის სატელევიზიო ინტერვიუ არ უნახავს .
ცნობისათვის, პოეტმა, დავით მაღრაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ გუნდის წევრები დაასახელა და , სამომავლოდ, მათ რიცხვში გოგა ხაინდრავაც არ გამორიცხა.
„დაიცავი საქართველოს“ პირველი შეკრება, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.