ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. ხმაური კი "ევროპული საქართველოს" კანონპროექტის განხილვაზე მოხდა.
"პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არა?"- მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა „ქართული ოცნების" წევრს გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ "ევროული საქართველოს" წვერმა ოთარ კახიძემ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.
მაჭარაშვილის ამ განცხადებას ხათუნა გოგორიშვილი გააღიზიანა. გოგორიშვილმა უმრავლესობის წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა, წაიკითხოს კონსტიტუცია, თუ რა უფლებები აქვს პარლამენტს.
"პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! ეს არის საკანონმდებლო ორგანო და აქ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე. პარლამენტს კონსტიტუციით აქვს შიდა და გარე პოლიტიკის უფლება. მეოცედ ამბობთ პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!" - განაცხადა გოგორიშვილმა.