კერპები უნდა გაიწიონ პოლიტიკიდან

კერპები უნდა გაიწიონ პოლიტიკიდან

ადამიანები ნაწილი ხან  სააკაშვილისგან ქმნიდა კერპს, ხან ივანიშვილისგან. დროა, ეს კერპებიც  განთავისუფლდნენ და საზოგადოებაც გათავისუფლდეს კერპთაყვანისმცემლობისგან,- განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

„დაიცავი საქართველოს "  ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება. ეროვნული თანხმობა უნდა შედგეს, დღეს საოცრად პოლარიზებულია საზოგადოება . ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ცივილურ პაექრობაში უნდა გადაიზარდოს.  იმისთვის რომ ცივილურად ვილაპარაკოთ , პირველ რიგში, ეს კერპთაყვანისმცემლობისგან გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ. კერპებისგან უნდა განვთავისუფლდეთ და ისინი პოლიტიკიდან უნდა გაიწიონ“- განაცხადა დავით მაღრაძემ

შეგახსენებთ, დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელია.