ივანიშვილის ფავორიტი დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობას იწყებს

ივანიშვილის ფავორიტი დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობას იწყებს

პოეტი დავით მაღრაძე სამოქალაქო მოძრაობას იწყებს. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ “დაიცავი საქართველოს” აცოცხლებს.

ამის შესახებ მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“დაიცავი საქართველო” ცოცხლდება. ამის საჭიროება მე ვიგრძენი და დღესაც მიგვაჩნია მე და ჩემს თანამოაზრეებს, რომ აუცილებელია ამ მოძრაობის გაცოცხლება. რატომ? - მაშინ უსამართლობა იყო ქვეყანაში და საზოგადოებას ჰქონდა სამართლიანობის მოთხოვნა. ჩვენი მოძრაობის წიაღში აღმოცენდა “ქართული ოცნება”. სამართლიანობის მოთხოვნა იყო მაშინ მთავარი და ჩვენ ყველა ერთად შევეცადეთ უსამართლობას დავპირისპირებოდით. ახლაც ასეთივე ვითარებაა, ხალხს სამართლიანობა უნდა. ამ ხელისუფლების საბედისწერო შეცდომაა, რომ ზღვარი წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის მოიშალა. მოსამართლეების თემა ღირსების საკითხია ჩვენთვის”, - განაცხადა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".

შეგახსენებთ, დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

პოეტი დავით მაღრაძე საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია