რა უნდოდათ საჯარო მოხელეებს საარჩევნო უბანზე-ქედაში, სოფელ მერისში 18-ე უბანზე ხმების დათვლის დროს სოფლის გამგებლები და სხვა საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მათი ყოფნა გაპროტესტა და საჩივარიც დაწერა. თუმცა პროცესი გახანგრძლოვდა- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი 2 საათის შემდეგ დაარეგისტრირა და თქვა, რომ საჯარო მოხელეების უბანზე ყოფნას ხმის დათვლის პორცესზე გავლენა არ მოუხდენია.