პოლიტოლოგი გია ხუხაშვლი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ხუთი ექსპერტია. „თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არც ერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა".
"ვინც თავის პროფესიად შიშველი პროგნოზების კეთება გაიხადა, ის ექსპერტი არ არის. ექსპერტის ფუნქციაა ვითარების ანალიზი, ტენდენციების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება. თუმცა, არ მიკვირს, რომ ამ გადამწიფებულმა თინეიჯერმა ეს არ იცის", - აცხადებს ხუხაშვილი კობახიძის განცხადების საპასუხოდ.