„გერმანელ კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ“

„გერმანელ კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ“

სოფო კილაძემ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს. ეთნიკური ქართველები, ყოველდღიურად ხდებიან დევნის და ძალადობის მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკაშირებით, ბუნებრივია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. ამაზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება.

ჩვენი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში,  გერმანელ კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული რეალური ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგომა და მათი მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებაა.