“თუ გინდათ ისწავლოთ როგორ გაბანძდეთ ბოლომდე, ამას მისდიეთ…”

“თუ გინდათ ისწავლოთ როგორ გაბანძდეთ ბოლომდე, ამას მისდიეთ…”

“თუ გინდათ ისწავლოთ როგორ გაბანძდეთ ბოლომდე, ამას მისდიეთ…” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, “ტაბულას” დამფუძნელებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მამუკა ხაზარეს “თიბისი” ბანკის დამფუძნებელს ეხებოდა.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხაზარაძის ქონება მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა ის მაინც მას ადანაშაულებს ბიზნესზე ზეწოლაში.

მისივე თქმით, ხაზარაძის ადგილას, თუ დაჭერას გადაურჩებოდა, აუცილებლად წავიდოდა მონასტერში და უამრავი ადამიანის გაუბედურებას მოინანიებდა.

“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური… მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას, ” – დაწერა სააკაშვილმა.

როგორც ზემოთ წერია, საკაშვილის განცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილმა  “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ბოლომდე გაბანძება” უწოდა, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლების საპასუხოდ განმარტა: – “დღევანდელ მიშას არაფერი აქვს საერთო იმასთან, ვის გუნდსაც პროგრესი ჰქონდა – სხვა არჩევანი აქვს გაკეთებული, გაქოცებაში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების შანსს და ქოცები ესენი მეზარება, მიშა კი არა”

“ახლა რა გზაც აირჩია, ეს გაბანძების გზაა და ბუნებრივია, ჩვენი გზები გაიყო. მე ისევ იმ გზაზე ვარ – სადაც ვიყავი. მაგან გადაუხვია”

სოციალისტი ქალბატონო, რომ იცოდეთ თითონ თქვენ მიშაზე გაცილებით ეზარებით საქართველოში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას, სამწუხაროდ!
6 წლის უკან