გუშინ, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საღამო მოეწყო.
საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის თეატრში შესვლამდე, მედიასთან მცირე კომენატარით შემოფიარგლა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “უნდა ველოდოთ პარტიის გაძლიერებას”.
“მე უკვე ვისაუბრე ძალიან ვრცლად, დანარჩენს დაელოდეთ… ველოდოთ პარტიის გაძლიერებას და გაერთიანებას,” – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.