"ახალგაზრდა ბიჭი მოგვიკლეს და "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას"

ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ, - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა "ქართული ოცნება." რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?" - აცხადებს მელია.

სოციალისტი აუუ... ეს რა პიტალო კლდეა?!
6 წლის უკან