რუსთავი, ლეონიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.
არასრულწლოვანი მეგობართან ერთად, სავარაუდოდ ფოტოს გადასაღებად ავიდა სახურავზე, ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.