ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, უკრაინულ არხზე, გადაცემა "სტუმრად გორდონთან" მის შესახებ გადაღებულ ფილმებზე საუბრობს.
"ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, იულია ტიმოშენკოსთან ერთად… ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს… შემდეგ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ ბოლო მომენტში მან უარი თქვა – იმიტომ, რომ იმ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და ნიკოლას ქეიჯს ეს არ მოეწონა. მოკლედ, ფილმები ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორს გადაიღებენ და საერთოდ, როგორ ჩაიწერება ისტორიაში. მე მაინც ვერც წავიკითხავ და ვერც ვნახავ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვნახო შედეგები. აი, სწორედ ესაა ცხოვრების არსი – მუდმივი მოძრაობა, არსებობისთვის ბრძოლა", – განაცხადა სააკაშვილმა.