"აი, ასე მიწევს ცხოვრება…"

საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილმა  უკრაინული ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შემოსავლის წყარო ქართველი ემიგრანტები არიან.  დიმიტრი გორდონის კითხვაზე რა სახსრებით ცხოვრობთ, რა შემოსავლები გაქვთ? სააკაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ამჟამად კონტრაქტი მაქვს დადებული ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიასთან, რომელიც ჩემს ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნებში. ხელფასს ბევრს არ მიხდიან, მაგრამ უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს ვიღებდი მთელი წლის განმავლობაში. ჩავატარე ლექციები როგორც ნიდერლანდებში, ასევე გერმანიაში, ახლა პოლონეთისთვის ვემზადები. ჩემი ლექციები უპირატესად პოლიტიკის სფეროს ეხება.

გარდა ამისა, როცა მე პოლიტიკურ საქმეებზე დავდივარ, ვთქვათ, ვხდები ქართველ ემიგრანტებს, მათ თავიანთი ფონდი აქვთ და ჩემს მგზავრობას ისინი აფინანსებენ. როცა უკრაინელებს ვხვდები, მათ შორის არიან ადამიანები (მაგრამ არა ოლიგარქები), რომლებიც მეხმარებიან. აი, ასე მიწევს ცხოვრება. არავის ეგონოს, რომ მე დიდი მატერიალური რესურსები მაქვს. სამწუხაროდ, ასე არ არის", –  განაცხადა სააკაშვილმა.