რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ფილოსიფიური დაკვირვების შედეგს აქვეყნებს:
"მიმდინარე პროცესების ხანგრძლივი დაკვირვებისა და გაანალიზების შედეგად გამოვიტანე შემდეგი მეცნიერულ-ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დასკვნა:
უკლებლივ ყველა ე. წ. ქოცი არის ან შევარდნაძისტი ან ასლანისტი, ან კომუნისტი, ან პრორუსი, ან ქსენოფობი, ან ფაშისტი, ან კორუმპირებული, ან ნაცების მიმართ პირადულ ამბავში განაწყენებული, ან თუ რომელიმე ზემორე კატეგორიაში ვერ ჯდება, ვარდების რევოლუციას მაინც მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად.
ხოლო თუ ადამიანი არ არის არც შევარდნაძისტი, არც ასლანისტი, არც კომუნისტი, არც პრორუსი, არც ქსენოფობი, არც ფაშისტი, არც კორუმპირებული, არც ნაცების მიმართ პირადულ ამბავში განაწყენებული და ვარდების რევოლუციასაც არ მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, ის ქოცთა აბსოლუტური უმრავლესობის თვალში არის ნაცი, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას ნაცმოძრაობის მმართველობის მიმართ.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა არ მოგვწონდა და ახლა ქოცები ნაცებს გვეძახიან, მაინცდამაინც ნუ ვინერვიულებთ".