"ეს ბილეთი ვიყიდე, არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას"

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტ გამოცემა "გორდონთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინისკენ დაძვრას აპირებს:

"ბორისპოლში ჩასვლას ვგეგმავ. ეს ბილეთი ვიყიდე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო ვერ გადავა მეორე ტურში. ხოლო, როგორც კი ის ვერ გადავა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მესაზღვრე არ მოისურვებს მისი ბრძანების შესრულებას და უკრაინაში ჩემს არშეშვებას, ასევე მისი სხვა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.