მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურს თავს ვეღარ აარიდებენ

მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურს თავს ვეღარ აარიდებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ორი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. მხარდაჭერის შემთხვევაში მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურისგან ვეღარ გათავისუფლდებიან

"გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად", – აცხადებს "მარშალპრესთან" სესიაშვილი.