ტელეკომპანია რუსთავი-2-ის წამყვანი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს თავიდანვე არ სჯეროდათ, რომ ეკა ბესელიას გადადგომის რეალური მიზეზი მოსამართლეების თემა იყო. ამის შესახებ თოქშოუ „არჩევანის" წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, თავიდანვე, არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვჯეროდა, რომ მოსამართლეების თემა იყო ბესელიას გადადგომის რეალური მიზეზი.
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი შანსია ეს ყოფილიყო ან ნეპოტიზმი, ან კორუფცია, მაგრამ თქვენ ამას არ ადასტურებთ. მე ამას ვასკვნი, თუნდაც იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც ვიცი დადასტურებით" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.