პირველ რიგში მინდა ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადო ამ მძიმე ფაქტის გამო. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს ხელთ არის ის, რომ ის იყო სავარაუდოდ პატიმრობაში.
დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასახელებს თვითმკველობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მყისიერი და აქტიური ჩართვის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით. წინასწარი მოლაპარაკებები და სავარაუდოდ ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით.
ეს ახალგაზრდა კაცი იყო დევნილი აფხაზეთიდან და კიდევ ერთხელ მე მინდა ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრო მისი გარდაცვალების გამო, რათქმაუნდა პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, გადმოეცეს ცხედარი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე უკვე შემდგომი ნაბიჯები თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება გახდება ცნობილი“- განაცხადა ტვ1 ეთერში არჩილ თალაკვაძემ.