მამუკა მდინარაძე: ახალი ინიციატივა ბიზნესის გარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია

მამუკა მდინარაძე: ახალი ინიციატივა ბიზნესის გარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია

დღეს ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჟღერა მთავრობამ.  საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა,თუმცა დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, სრულყოფილად განხორციელება მედიაციის პროცესის, ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას, რაც ბიზნესისთვის , ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის მომგებიანია.

ეს გზა აპრობირებულია აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და  მიიჩნევა რომ მედიაცია არის ალტერნატიული გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება ,როდესაც ორი კერძო სუბიექტი მედიატორის დახმარებით თანხმდება ერთმანეთში და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, გარდა სასამართლოსი.  როგორც ვიცით, საქართველოში სასამართლო ძალიან გადატვირთულია  და მის განტვირთვასაც ეს ყველაფერი ბუნებრივად შეუწყობს  ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ  ვიმსჯელებთ კანონპროექტის თითოეულ დეტალზე ,რომლის ძალიან საინტერესო პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდება - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.