უბედური შემთხვევის შედეგად საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის თანამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
"იმედნი ნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში იმ დროს მოხდა, როდესაც 34 წლის მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას, ფეხი გაუცურდა და მანქანამ ქვეშ მოიყოლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პილიცია და კრიმინალისტური სამსახური. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.