ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე ვერ წარმომიდგენია

ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე ვერ წარმომიდგენია

თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმატებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი არის ღირსეული ადამიანი და ყველა რეფორმაში მისი წვლილი არის ძალიან დიდი.

„თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.