დარღვევები და ექსცესები საარჩევნო უბნებზე ჯავახეთში - საქართველოს ერთადერთ რეგიონში სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმათა მაღალი პროცენტი მიიღო, საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში დამკვირვებლებმა თითქმის ყველა სახის დარღვევა დააფიქსირეს. დარღვევების რიცხვშია საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის სიმბოლიკიანი მაისურით საარჩევნო უბანზე მისვლა, ერთდროულად რამდენიმე ადამიანის საარჩევნო კაბინაში შესვლა, კონკრეტულ უბანზე ბიულეტენების მეტი ან ნაკლები რიცხვი და ე.წ. კარუსელი.