პოლიტიკური პარტიის - „კანონი და სამართალი" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი, პარტიაში მსახიობ ნატა გულიაშვილის გაწევრიანებას ეხმაურება:
„ვერ გავიგე, რა გაუწყალეს გული ამ ნატა გულიაშვილს?! ვერ ვხვდები, რა უბედურებაა! ამომრჩეველია პარტიის, გაწევრიანდა - მისი კონსტიტუციური უფლებაა, რაც შეეხება მის ინტერვიუებს, ალბათ როგორც ამომრჩეველი ისე საუბრობს?! შეიძლება, როგორც ამომრჩევლის სურვილები ჭარბობს მასში, მაგრამ ვერ ვიგებ რა არის ეს შემზარავი დაუნდობლობა - მხარდამჭერია, მოვიდა ყრილობაზე, რა ხდება? არ აქვს უფლება, რომ მხარდამჭერი იყოს? საზოგადოების „ნაწილი" (მცირე ნაწილი კიდევ კარგი) დაფიქრდით ცოტა რა - ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანური სახე დაკარგოთ?", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.