კახა კალაძე ,,თიბისი ბანკის” თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. საპარლამენტო კომისიის შექმნას ,,ევროპული საქართველო” ითხოვს. ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის განცხადებით ამ კონკრეტულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი უნდა მოვაშოროთ.
,,საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაქსიმალურად ვეცადოთ, ამ კონკრეტულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ“, – აღნიშნა კალაძემ.