მაღალჩინოსანთა ცოლები თანამდებობებზე - ნეპოტიზმი მთავრობაში ბიუჯეტის ხარჯზე

მაღალჩინოსანთა ცოლები თანამდებობებზე - ნეპოტიზმი მთავრობაში ბიუჯეტის ხარჯზე

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო" კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც მინისტრების მოადგილეების ცოლების სამუშაო ადგილებია ჩამოთვლილი.

კვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კვლევის ავტორების თქმით, ნეპოტიზმის შემთხვევები გამოიკვეთა.

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრი, თამთა შამატავა ამბობს, რომ კერძოდ, ქალაქების მერების მეუღლეები, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ცოლების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არ არის ერთეული შემთხვევები, და საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან.

"დღეს წარმოგიდგენთ ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებს, სამინისტროების მაღალჩინოსნებზე. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ:

  1. კახაბერ საბანაძის - (შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ანა ვახტანგაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ მთ.სპეციალისტი
  2. ლევან კაკავა- (შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნანა აბშილავა - მთავარი პროკურატურა-მრჩეველი
  3. ლევან იზორია - ცოლი, ლანა მანჯგალაძე - სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა.)
  4. ნუკრი გელაშვილი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი - მარიამ მანველიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი)
  5. ალექსანდრე ხვთისიაშვილი - (საგარეოს მინისტრის მოადგილე) . - ცოლი, ნინო თათანაშვილი - შსს მომსახურების სააგენტო, მთავარი ინსპექტორი
  6. გიორგი კაკაურიძე - (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) - ცოლი, ადა ეკიზაშვილი - ცესკო
  7. ნიკოლოზ გაგუა - (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) -ცოლი, თბილისის მერია. მთავარი სპეციალისტი
  8. მამუკა ცოტნიაშვილი - (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი, მარეხი მთვარელიძე - ლტოლვილთა სამინისტრო
  9. გიორგი ბუთხუზი - (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მაკა მაისურაძე - ჯანდაცვის სამინისტრო , სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართელოს უფროსი
  10. ლევან ხარატიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე) ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი - კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
  11. ზაალ კაპანაძე (თავდაცვის მინისტრის მპადგილე) ცოლი მარინა სუქნიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.სოც.სამსახურის უფროსი

ამ ადამიანების შესანახად ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ვიხდით 200 ათას ლარზე მეტს.

მივმართავთ თითოეულ უწყებას, სადაც ეს პირები არიან დასაქმებულნი. კატეგორიულად მოვითხოვთ განგვიმარტონ, რის საფუძელზე და რა კრიტერიუმებით მოხდა მათი სამსახურებში აყვანა და გაიარეს თუ არა კონკურსი. ასევე, მოვიტხოვტ გასაჯაროვდეს ტესტირების და გასაუბრების შედეგები"- განაცხადა "ახალი საქართველოს" წევრმა თამთა შამათავსმ.