ეს არის საქმე არა „თიბისი ბანკის“, არამედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ

ეს არის საქმე არა „თიბისი ბანკის“, არამედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ

ყოვლად წარმოუდგენელია ერთი სამართლებრივი ფაქტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ოპოზიციამ კი შანსი გაუშვა ყოფილიყო ობიექტურად კრიტიკული. რაც შეეხება ,,თიბისი ბანკის” საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, საწყილსშივე აბსურდია – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„ოპოზიციამ შანსი გაუშვა, ყოფილიყო კრიტიკულად ობიექტური, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, საწყისშივე აბსურდია. ახლა გახდა ცნობილი , რომ თურმე არსებობს რაღაც წერილი და შანტაჟს ჰქონია ადგილი. ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. მე მათი სახელით ვერ ვისაუბრებ. ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს. ვიცით შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომ ნებისმიერ ფორმატში მისთვის მისვლა და ამ საკითხზე მსჯელობა პრობლემას არ ქმნის. თუმცა, დაუშვებელია და ყოვლად წარმოუდგენელია ერთი სამართლებრივი ქეისის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ეს არის საქმე არა „თიბისი ბანკის“, არამედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. აქ ყველა პროცედურის დაცვით პროცესი სამართლებრივად უნდა წარიმართოს. ერთი სუბიექტის პოზიცია ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. საგამოძიებო ორგანო თავად საზღვრავს ტაქტიკას, ვის როდის გამოკითხავს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა