“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას შესახებ წერს:
“ეკა ბესელიას ბევრ რამესთან მოუწევს შეგუება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ის ახლა ნაციონალია. ყოფილი თანაგუნდელების თვალში ასეა, თვითონ ის (ან თუნდაც ნაციონალები) რა ფიქრობენ, მნიშნელობა არა აქვს.
ირაკლი კობახიძემ ეს რომ უთხრა, ძალიან გაბრაზდა – როგორ გამიბედაო. მერე ღარიბაშვილი დაბრუნდა და იგივე უთხრა. ესე იგი ასეა: ბიძინასთვის ის ნაციონალებთან გათანაბრდა და მორჩა. (ნაციონალების მარიონეტი იგივე ნაციონალი არაა?)
გასაკვირია, რატომ უკვირს: როცა თვითონ იყო ჭეშმარიტი „ოცნება“, ყველას, ვინც მისი პარტიის ხაზს არ ეთანხმებოდა, „ნაციონალს“ (ან ნაციონალებთან შეკრულს, ნაციონალების თამაშის მოთამაშეს და ა. შ.) ეძახდა. ახლა შემოუტრიალდა. არაფერი პირადული, მხოლოდ პოლიტიკა.” – წერს გია ნოდია