„ხაზარაძე იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის“

„ხაზარაძე იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, არცერთი ხელისუფლება ბიზნესთან მიმართებაში არ ყოფილა ანგელოზი.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ არ უნდა მოჭრას ის ტოტი, რომელზეც ზის.

"მამუკა ხაზარაძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ ბიზნესი თავისუფალია, ესეც ერთ-ერთი თანამონაწილეობა იყო გაყალბებულ არჩევნებში. გაყალბებაში ბანკებმაც მიიღო მონაწილეობა. ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მე მას ვურჩევდი, რომ ნუ ჭრის იმ ტოტს, რომელზედაც ზის. რადგან მისი გადარჩენის ერთადერთი წყარო არის საზოგადოების, პარტიის და მედიის მხარდაჭერა.

მისი განცხადებებით ნუ ცდილობს ივანიშვილის გულის მოგებას. ივანიშვილმა რაც გადაწყვიტა, იმას ბოლომდე მიიყვანს. თუ მას წინ არ აღუდგა საზოგადოება,"- განაცხადა გოცირიძემ.