იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს.როგორც მეთოფიშვილი აცხადებს, ბესელიას სასამართლოს საკითხი არ აინტერესებს. სწორედ ამიტომ, მეთოფიშვილისთვის გაუგებარია ეკა ბესელიას პოზიცია, რომელმაც მმართველი გუნდი სწორედ მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო დატოვა.
„ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. არ ერიდება ტყუილის თქმასაც, ცუდი ის არის, რომ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. როგორც აწყობს ისე იქცევა. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო, მას პრობლემა შეექმნა თავის პარტიაში და მოსამართლეების თემა ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება. როგორც 2018 წელს ეკა ბესელიამ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრისას განაცხადა - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და სახეზეა დადებითი შედეგი. როგორ შეიძლება 2018 წელს მოსწონებოდა სასამართლო და დღეს აღარ მოსწონს,“ - აცხადებს მეთოფიშვილი.
შეგახსნებეთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ სკანდალური მოსამართლეების საკითხის გამო საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა.