"გო­გოს უკი­თხავს, რის­თვის გჭირ­დე­ბი­თო და გამ­ტა­ცებ­ლებს უთ­ქვამთ ხვალ ნა­ხავ­თო" - რას ამბობენ ახლობლები

გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბამ­დე გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლებს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღამე ტყე­ში ჰყავ­დათ.

რო­გორც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"მთე­ლი ღამე ტყე­ში ყო­ფი­ლან. ბი­ჭ­საც და გო­გო­საც ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი ჰქო­ნი­ათ. ბიჭი მთე­ლი ღამე მან­ქა­ნა­ში, სა­ბარ­გულ­ში ჰყო­ლი­ათ გა­მო­კე­ტი­ლი, გოგო - სა­ლონ­ში. გო­გოს უკი­თხავს, რის­თვის გჭირ­დე­ბი­თო და გამ­ტა­ცებ­ლებს უთ­ქვამთ ხვალ ნა­ხავ­თო", - გა­ნა­ცხა­დეს გატაცებულის ახ­ლობ­ლებ­მა.