"რევოლუციას აწყობენ ლიდერები და ჯერ ასეთი არავინ ჩანს, ალბათ, ყარა-ყუმის უდაბნოში ძინავს"

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

"მე არც ერთი პარტიის მომხრე არ ვარ, მომხრე ვარ იმ პარტიის, რომელიც ჩემს ქვეყანას გადამირჩენს, მაგრამ რა ჰქვია ამ პარტიას, არ ვიცი. ვიცი ის, რომ დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა, პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც ყველაფერი არეულია. ოპოზიციაშიც მარტო თავის ჯიბეზე რომ ფიქრობს და რევოლუციას მოვაწყობო, რევოლუციას აწყობენ ლიდერები და ჯერ ასეთი ლიდერი ჰორიზონტზეც არ ჩანს, ყარა-ყუმის უდაბნოში ძინავს, სოფელ დიშტანბაშში.

რაც შეეხება პოზიციას, ანუ "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს, პარტიაშიც და პარლამენტშიც ყველაფერი არეულია, მაგრამ თუ რაღაც ცვლილებებს იწყებენ, ალბათ ერთ კონად უნდათ შეკრან და ამას ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს. ივანიშვილმაც ალბათ ამ მიზნით დააბრუნა, რომ ენდობა. მე ცოტა ტენდენციურად ვარ განწყობილი ღარიბაშვილის მიმართ, რადგან ეროვნული კაცად მიმაჩნია. თანაც რომ წავიდა, სხვებივით არ მოიქცა, პარტიის და ივანივშილის გინებას რომ იწყებენ. ადგა და უხმაუროდ წავიდა", - აცხადებს სიხარულიძე.