„დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა და საერთოდ, მსოფლიოში, გაგიჟებულია მთელი მსოფლიო, ტყუილზე და ცილისწამებაზეა აგებული, ვერაფერს ვიტყვი, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დავადანაშაულებ. თუ გინდა, რომ სიმართლე გაიგო, ორივე მხარეს უნდა მოუსმინო, შემდეგ კი დასკვნები გააკეთო, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი," - ამბობს პატრიოტთა ალიანისის წევრი ემზარ კვიციანი თიბისი ბანკის სკანდალის კომენტირებისას.
„იმდენი რამ არის მომხდარი ამ ქვეყანაში, რამდენიმეჯერ ხელისუფლებაც დამხობილა, ამის მცდელობაც ყოფილა და ვისაც ეს არ გვიცდია, ისინი დაგვსაჯეს. ამიტომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსალოდნელია, სანამ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და პატრიოტი ხალხი ხელისუფლებაში არ მოვა.
„დღევანდელი პოლიტიკა საერთოდ არ არის პროგნოზირებადი; ისეთი უცნაური რაღაცეები ხდება, ვისი პიანინო ვის როიალშია.. ხალხი ლანძღავს და აგინებს ერთმანეთს. ბოლოს კი აღმოჩდება, რომ ერთი „კამანდა" არიან. ამიტომ ძალიან ძნელია განჭვრიტო მომავალში რა იქნება," - განაცხადა ემზარ კვიციანმა "რეზონანსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, 5 მარტს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღონ.
ხაზარაძე მეორე დღეს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა, რომლის შემდეგ აღნიშნა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
პროკურატურამ ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გამოაქვეყნა და ასევე განაცხადა, რომ მას არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს.