"ალბათ, მეტროებთან დადგებიან და გამოაცხადებენ - „ოცნებაში“ გვჭირდება „ასეთი“ და „ისეთი“ ადამიანი"

ალბათ, მეტროებთან დადგებიან, დადგამენ მაგიდებს და დაიწყებენ მეგაფონებით გამოცხადებას - გვსურს, „ოცნებაში" შემოვიდეს „ასეთი" ადამიანი, „ისეთი" ადამიანი, მაღალი - 185 სანტიმეტრი თუ საშუალოზე დაბალი, ინგლისური უნდა იცოდეს და ა.შ. - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებაში" ახალი კადრების შერჩევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დღეს მმართველ პარტიას რესურსები ამოეწურა და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი არჩეული მეთოდებით ლიდერები არ იბადებიან.

"ახალი კადრების შერჩევაზე ერთს ჰგონია, რომ ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი და სადღაც სკივრებიდან ამოიყვანეს ძველი ე.წ გვარდია, ოღონდ ნაფტალინიც დაავიწყდათ, არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებიან. ხოლო, „ოცნების" მეორე ფრთას მიაჩნია, რომ ახალი კადრების შერჩევაა კონკურსის გზით ადამიანების მოზიდვა, როგორც ჯარში ხდება რეკრუტირება.

ალბათ, მეტროებთან დადგებიან, დადგამენ მაგიდებს და დაიწყებენ მეგაფონებით გამოცხადებას - გვსურს, „ოცნებაში" შემოვიდეს „ასეთი" ადამიანი, „ისეთი" ადამიანი, მაღალი - 185 სანტიმეტრი თუ საშუალოზე დაბალი, ინგლისური უნდა იცოდეს და ა.შ. შეარჩიეს ასეთი კადრები უკვე და ერთი დეპუტატი გახდა, მეორე მთავრობის წევრი და ამ კადრებმა ამ ქვეყანას რა უქნეს, ეს უკვე დავინახეთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Maverick ბოლო 26 წლის მანძილზე პირველად ვეთანხმები ამ გაიძვერას და თაღლითს...
6 წლის უკან