უახლოეს დღებში იუსტიციის მინიტრის პოსტს თეა წულუკიანი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი რადიო" ექსკლუზიურად ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, წულუკიანი გადადგომის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. მიდის თუ უშვებენ მთვრობიდან 7 წლიანი მინისტრობის შემდეგ წულუკიანს უცნობია, თუმცა წყაროს მტკიცებით წულუკიანის თანამდებოდან წავლის საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა მიზეზის დაკონკრეტებისგან წყარო თავს იკავებს.
"პირველი რადიოს" ექსკლუზიური ინფორმაცაზე ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ კეთდება.
წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტიო აღჩევნების შემდეგ ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია - ბახტაძის მინიტრთა კაბინეტის გარდა მან იმუშავა ივანიშვილის, ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მთვარობებში.