კალაძეს

კალაძეს "ლაივის" დროს დახმარება სთხოვეს - მერია ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს 20 000 ლარით დაეხმარება

თბილისის მერს კახი კალაძეს "ფეისბუქ ლაივის" დროს 21 წლის გიორგის მეგობრებმა დახმარება სთხოვეს, რომელსაც ლეიკემია აქვს და მკურნალობისთვის 30 000 დოლარი სჭირდება.

კახი კალაძის პრესსამსახურის მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, "ფეისბუქლაივის" შემდეგ თბილისის მერია გიორგი კალიაევს 20 000 ლარით დაეხმარება.

"თბილისის მერის ვიდეოდიალოგის დროს მსგავსი შინაარსის ბევრი მესიჯი დაიწერა. ფეისბუქ ლაივის დასრულების შემდეგ კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება" - წერს თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.