„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია არაძალადობრივი გზა, მათი არავის ეშინია და იმიტომ გახდნენ ბიზნესმენები ასეთი მამაცები“ - ასე აფასებს პროფესორი ლადო პაპავა რამდენიმე ბიზნესმენის განცხადებას, ხელისუფების მხრიდან ზეწოლის შესახებ.
„2020NEWS-თან“ საუბარისას, პაპავა განმარტავს, რომ ბიზნესმენები, როგორც წესი , მებრძოლები არ არიან. „პირველ რიგში, ცოტა ისტორიაც უნდა გავიხსენოთ. 2006 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილი გამოვიდა და ბიზნესმენების შევიწროებაზე ისაუბრა, მაშინ მას მხარი არავინ დაუჭირა. 2011 წელს, როცა „ქართუ ბანკის“ შევიწროება დაიწყო, არც მაშინ არავის გაუგია რომელიმე ბიზნესმენების ხმა. ბიზნესმენებს, როგორც წესი, დუმილი აწყობთ, რადგანაც ბიზნესი ორიენტირებულია, სტაბილურობაზე. ფულის შოვნა შესაძლებელია მხოლოდ სტაბილურ გარემოში “,- ამბობს ექსპერტი.
კითხვაზე, რამ გამოიწვია რამდენიმე ბიზნესმენის გაერთიანება , პაპავა პასუხობს, რომ მათ ხელისუფლების არ ეშინიათ.